ელექტრონული კომერციის პლატფორმის, Extra.ge-ის განახლებული ვერსია გაეშვა

29 თებერვალს, ერთ-ერთი წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის- extra.ge-ის განახლებული ვერსია გაეშვა. ეს არის უნივერსალური პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ვაჭრობის პროცესის ციფრულ ტრანსფორმაციას;

Extra.ge არის მულტივენდორული ციფრული მარკეტფლეისი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ბრენდები, მაღაზიები და ფიზიკური პირები მოახდენენ საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების რეალიზებას. მომხმარებლებს კი აქვთ შესაძლებლობა, ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად, შეიძინონ მათთვის სასურველი პროდუქტი თუ მომსახურება. ადგილზე მიწოდების სერვისს კი Extra.geმთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმას თვეში დაახლოებით 350,000 ვიზიტორი სტუმრობს. ამჟამად, მასზე დარეგისტრირებულია დაახლოებით 80,000 მომხმარებელი, განთავსებულია 25,000-მდე დასახელების პროდუქტი და მომსახურება.

„ჩვენი მიზანია განვავითაროთ ქართული ელექტრონული კომერცია და გავხდეთ კიდევ უფრო მეტად დინამიური, ტექნოლოგიურად განვითარებული ციფრული სავაჭრო სივრცე, პროდუქტის და მომსახურების ფართო არჩევანითა და სრულიად ახალი სავაჭრო გამოცდილებით. Extra.ge-ის მთავარი მიზანია, მთელი ქართული სავაჭრო სექტორი ერთ ციფრულ სივრცეში გააერთიანოს,” – განაცხადა Extra.ge – ის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ბუაძემ.

სს „საქართველოს ბანკთან“ სტრატეგიულმა თანამშრომლობამ, მომხმარებლებს მისცა საბანკო პროდუქტებით სარგებლობის ახალი შესაძლებლობა, მათ შეუძლიათ პლატფორმიდან წინასწარ დამტკიცებული განვადების ან სესხის გააქტიურება და გადახდის მოქნილი სისტემებით სარგებლობა.

R

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები