სომხეთი ირანთან სავიზო რეჟიმს უბრუნდება

სომხეთი ირანთან, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, დროებით, სავიზო რეჟიმს უბრუნდება.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, განაცხადა.

პრემიერის თქმით, სავიზო რეჟიმი ძალაში ხუთ დღეში შევა.

ფაშინიანის თქმითვე, სომხეთის ხელისუფლება ირანელ კოლეგებთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. ერევანი მზად არის მეგობარ თეირანს და ირანელ ხალხს შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოს.

გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა, ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა იტალიასა და თურქეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დადასტურებულა, ტესტირება 9 მოქალაქეს უტარდება.

სომხეთის მთავრობამ 24 თებერვალს ირანთან სახმელეთო მიმოსვლა, ორი კვირით, შეაჩერა, ასევე ნაწილობრივ ავიამიმოსვლა შეზღუდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები