„მუსიკათერაპიის პრაქტიკული გამოყენების ასპექტები“ – ლექცია გაიმართება

3 მარტს, 17:00 საათზე,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, მუსიკათერაპევტის, გერმანიის აუგსბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, სუზან მეცნერის საჯარო ლექცია გაიმართება.  როგორც „კვირას“ თსუ-დან აცნობეს, ლექციას – „მუსიკათერაპიის პრაქტიკული გამოყენების ასპექტები“ – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტი უმასპინძლებს.
საჯარო ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე, უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები