„რეჩიტატივი ქალაქში“ – მუსიკალური სპექტაკლის პრემიერა

5, 6, 22 მარტს, მოძრაობის თეატრში,  მუსიკალური სპექტაკლის – „რეჩიტატივი ქალაქში“ პრემიერა გაიმართება.
კახა ბაკურაძე: „როგორებიც ჩვენ ვართ, ისეთი ქვეყანა გვაქვს. ამ დროს ქვეყანა უფრო მაგარი გვაქვს და ჩვენ სუსტად გამოვიყურებით… სამწუხაროდ, რა არ გვყოფნის?! რა ვერ გავიყავით?! ან რა გვაქვს ამდენი, რომ ვერ გავიყავით, ან რამდენნი ვართ, რომ არავის არ ყოფნის?! აღარა ვართ… აი, ამ ჭიდაობაში… და ამ ყველაფერზეა ეს სპექტაკლი“.
ავტორი და რეჟისორი – კახა ბაკურაძე; კომპოზიტორი – სანდრო ნიკოლაძე; ქორეოგრაფი – ლაშა რობაქიძე;
საჰაერო ეპიზოდების ქორეოგრაფი – ნატა შუაქრიშვილი; მსახიობები – ანი თალაკვაძე, მიხეილ ზაქაიძე, მარიამ ბალახაძე, გიორგი ხაჩიძე, ნინიკო ავალიანი.
მუსიკოსები: სანდრო ნიკოლაძე, დავით კაკულია, ვალო ყარალაშვილი, სიმონ ბითაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები