გორში მდებარე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად გადაკეთდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების ფარგლებში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო სივრცის მოწყობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციით გადაწყდა.

სამხედრო ჰოსპიტალში რისკ ჯგუფში შემავალი პაციენტების მოთავსება და მკურნალობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით მოხდება.

სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტები რეფერალური მომსახურებით სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდნენ. შექმნილია კრიზისული სიტუაციის მართვის ჯგუფი, შემუშავებულია კონკრეტული სქემები და ყველა ექიმი შესაბამისი რეკომენდაციებით მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები