არჩილ თალაკვაძე: 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ განახლებული გუნდითა და ძლიერი პროგრამით იქნება წარმოდგენილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ განახლებული გუნდითა და ძლიერი პროგრამით იქნება წარმოდგენილი.

„ძვირფასო მოქალაქეებო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს არჩევანს, ჩვენ ვენდობით თქვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავიმარჯვოთ 2020 წლის არჩევნებში. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ იქნება განახლებული გუნდით და ძალიან ძლიერი პროგრამით წარმოდგენილი. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, ეს იქნება ჩვენთვის უპირობოდ მისაღები“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები