საქართველოში კორონა ვირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
“დღეს დილას, საქართველოში კორონა ვირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებული საქათველოს მოქალაქეა”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სამივე დაავადებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მას აქვს ისტორია ირანში მოგზაურობის და მას აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან, ისინი ერთად გახლდნენ ირანში, შემდეგ წამოვიდა ირანიდან სახმელეთო გზით, გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი. გუშინ შემოვიდა საქართველოში, დაუფიქსირდა ტემპერატურა საზღვარზე, გადაყვანილი იქნა ინფექციურ კლინიკაში. აუღეს ნიმუში და დადასტურდა კორონა ვირუსული ინფექცია.
სამივეს საერთო კლინიკური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, აგრძელებენ მკურნალობას, დაკვირვების ქვეშ ყოფნას და მონიტორინგს ბოქსირებულ განყოფილებაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში ახალი კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა სამი დღის წინ დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
მეორე შემთხვევა კი, იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 31 ქალს დაუდასტურდა.