საქართველოს 𝟒 მუნიციპალიტეტის 𝟔 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსით და მასთან დაკავშირებული შეღავათებით საქართველოს 𝟒 მუნიციპალიტეტის კიდევ 𝟔 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.
ესენია: დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალციხე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი მელაანი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები – დვანი და კნოლევი, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლები – სპეთი და ჭალოვანი.
უწყების ინფორმაციით, ამ დრომდე საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული ჰქონდა ქვეყნის 𝟏,𝟕𝟑𝟏 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობდა 𝟐𝟒𝟔,𝟎𝟏𝟐 მოქალაქე.
ბოლო წლებში, მთის ფონდიდან გამოიყო 𝟖𝟔 მილიონი ლარი, რომლის დიდი ნაწილი მოხმარდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ესაა – საგზაო, წყალმომარაგებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები, კულტურისა და სპორტის ობიექტების, სკოლა-პანსიონების რეაბილიტაცია, მზის პანელების დამონტაჟება, ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა მიმართულებები
გასულ წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ შემუშავებული „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ხუთწლიანი სტრატეგია“. სტრატეგიის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.