მალე გამოვა ეკრანებზე დოკუმენტური ფილმი – „გაუმარჯოს დედოფალს“

ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, ეკრანებზე 4 ქართველი ჩემპიონი ქალის ამბავი გაცოცხლდება. დოკუმენტური ფილმის „გაუმარჯოს დედოფალს“ მწარმოებელი ქვეყანაა: საქართველო, ავსტრია, სერბეთი.
რეჟისორი: თათია სხირტლაძე, თანარეჟისორი – ანა ხაზარაძე.
სცენარის ავტორი: თათია სხირტლაძე, ინა ივანჩეანუ.
პროდიუსერები: ანა ხაზარაძე, ნინო ჩიჩუა, ლინდა ჯენსენი, კარინ ბერგჰამერი, სარიტა მატიჯევიჩი, ალექსანდერ ივანჩეანუ.
საპროდიუსერო კომპანია: „1991 ფროდაქშენს“, „ბერგ ჰამერ ფილმს“, „ფლეიგრაუნდ პროდუქცია“, „ამურ ფოუ“.
ოპერატორი: სებასტიან ტალერი.
მსახიობები: პერსონაჟები: ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი და მაია ჩიბურდანიძე.
,,გაუმარჯოს დედოფალს“ მოგვითხრობს ოთხი ქართველი ჩემპიონი მოჭადრაკე ქალის, კერძოდ, ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძის და ნანა იოსელიანის ცხოვრებაზე, მათ წარსულსა და აწმყოზე. 60-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდში ქალთა ჭადრაკში მათ რევოლუცია მოახდინეს და ის მამაკაცთა ჭადრაკის დონეზე აიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები