ფიზიკური პირებისთვის საბანკო რეგულაციების გამარტივება მარტიდან იგეგმება

0

ფიზიკური პირებისთვის საბანკო რეგულაციების გამარტივება მარტიდან იგეგმება.ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს.

მისი თქმით,ამ ცვლილებების ძირითადი მიზანი ბიუროკრატიული ბარიერების მხსნაა და რაიმე მასშტაბური მაკროეკონომიკური ეფექტი მოსალოდნელი არ არის. ლეჟავას განმარტებით,ახალ წესებზე გადასაწყობად ბანკებს გარკვეული დრო დასჭირდებათ და ამიტომ, კონკრეტული თარიღის შესათანხმებლად ბანკებთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, გასული წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის რეგულაცია,რომელიც გადახდისუნარიანობის დადასტურების გარეშე ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემას კრძალავს.

კომენტარები

კომენტარი