შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკელი პროფესორების ლექცია გაიმართება

28 თებერვალსა და 3 მარტს, ამერიკის საელჩოს მედიაგანათლების პროგრამის ფარგლებში (დასკვნითი ეტაპი), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვევიან  ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის „ციფრული მედიის სამაგისტრო პროგრამის“ დირექტორი რიშელ როჯერსი და ჩიკაგოს დე პოლის უნივერსიტეტის წარმომადგენელი დენის მატსონი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 2 დღის მანძილზე გაიმართება სამუშაო შეხვედრები შავი ზღვის უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის „ციფრული მედიისა და კომუნიკაციების“ პროფესურასთან და მოწვეულ პერსონალთან (ხელმ. პროფ. დალი ოსეფაშვილი).
ახალი პროგრამა მომზადდა სწორედ ლოიოლას უნივერსიტეტის ციფრული მედიის სამაგისტრო პროგრამის გამოცდილების გაზიარებით, რასაც წინ უძღოდა ჯერ ქართველი პროფესორების ვიზიტი ჩიკაგოში, შემდეგ კი, ამერიკელი კოლეგების საპასუხო ვიზიტი დეკემბერში.
28 თებერვალს, 17:00 საათზე, რიშელ როჯერსი იბსუ-ს სტუდენტებისთვის, კონვერგირებული ახალი ამბების კურსის ფარგლებში, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – „ციფრული მედიაწიგნიერება“;
28 თებერვალს 18.30 საათზე, ასევე დაგეგმილია დენის მატსონის ლექცია – „დემოკრატიისა და მოქალაქეობის კურსის“ სტუდენტებთან, თემაზე – „სოციალური სამართლიანობა აშშ-ში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები