რუსთავს პოლონეთის დელეგაცია ეწვია
რუსთავს ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთის რესპუბლიკიდან დამეგობრებული ქალაქ ლოძის საკრებულოს თავმჯდომარე მარკინ გოლაზევსკი და მერიის ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბიუროს დირექტორი გრეგორ გროდეკი ესტუმრნენ.
დელეგაციის წევრებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს დეპუტატები და თვითმმართველობის სხვა ოფიციალური პირები შეხვდნენ.
საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე, სტუმრებს რუსთავის ეკონომიკური პოტენციალისა და ბიზნესგარემოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
მხარეებმა ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.