დაბა ხულოში კალათბურთში ტურნირი ჩატარდა

დაბა ხულოს საჯარო სკოლის სპორტდარბაზში კალათბურთში მურმან თავართქილაძისა და გიორგი ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში სულ 6 გუნდი მონაწილეობდა.

პირველი ადგილზე გუნდი „მირაჟი“ გავიდა.

ფინალურ შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსი ბადრი მელაძე ესწრებოდნენ. I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს თასები, მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება ხულოს მერიის მხარდაჭერით და სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები