თბილისში დაგეგმილი ჯიმი საქსის კონცერტი გადაიდო

8 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში დაგეგმილი საქსოფონისტ  ჯიმი საქსის კონცერტი   გადაიდო. ამის მიზეზად ორგანიზატორები ახალი კორონავირუსის შემთხვევას ასახელებენ.
როგორც დავით ფანიაშვილმა „პირველ არხს“ განუცხადა, საორგანიზაციო ჯგუფმა გადაწყვეტილება კონცერტის გადადების შესახებ, სიფრთხილის ზომების გამო მიიღო.
რაც შეეხება ბილეთებს, ვისთვისაც ახალი თარიღი მიუღებელი იქნება, საორგანიზაციო ჯგუფი მზადაა, თანხა უკან დაუბრუნდეს, სხვა შემთხვევაში, შეძენილი ბილეთები ძალაში იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები