ნინო ხარატიშვილის რომანი „ბუკერის“ ნომინანტთა გრძელ სიაშია

გერმანულენოვანი ქართველი მწერალი და დრამატურგი ნინო ხარატიშვილი ლიტერატურული პრემია „ბუკერის“ ნომინანტთა გრძელ სიაშია რომანით – „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“.
13 ნომინანტის სია ჟიურიმ 27 თებერვალს გამოავლინა. სულ კონკურსში 124 ავტორი მონაწილეობდა. ნინო ხარატიშვილი სიაში მოხსენიებულია, როგორც გერმანია-საქართველოს წარმომადგენელი.
„ბუკერის“ პრემიის მოკლე სია 2 აპრილს გამოცხადდება, გამარჯვებული კი — 19 მაისს.
გერმანულად დაწერილი რომან „მერვე სიცოცხლისთვის“  ნინო ხარატიშვილს უკვე მიღებული აქვს ბერტოლდ ბრეხტის პრემია (2018 წელს), ფრიდრიჰ შილერის სახელობის პრემია (2019 წელს) და სხვა.
„მერვე სიცოცხლის” ქართული თარგმანი გამომცემლობა „ინტელექტმა“ დაბეჭდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები