სერგეი ბელიავსკის საფორტეპიანო მუსიკის საღამო კონსერვატორიაში

28 თებერვალს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის ორგანიზებით, გაიმართება სერგეი ბელიავსკის საფორტეპიანო მუსიკის საღამო.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამაშა ასეთია:
ლ. ვ. ბეთჰოვენი – სონატა ლა-ბემოლ მაჟორი, თხზ. 26;
ს. პროკოფიევი – სონატა N6 ლა მაჟორი, თხზ. 82;
ფ. შოპენი – სონატა ლა-ბემოლ მაჟორი, თხზ. 44;
კ. დებიუსი – „ბერგამასკული სიუიტა”, „სიხარულის კუნძული”;
ფ. ლისტი – უნგრული რაფსოდია № 2.
შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის როიალების განახლებას.
სერგეი ბელიავსკი დაიაბადა 1993 წელს, მუსიკოსების ოჯახში. 5 წლის იყო, როცა ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო. 10 წლის ასაკში შედგა მისი დებიუტი, ხოლო 11 წლისამ პირველად დაუკრა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
25 წლის სერგეი ბელიავსკიმ  კონცერტები მსოფლიოს 28 ქვეყნის წამყვან საკონცერტო სივრცესა და დარბაზში ჩატარა.
სერგეი აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობასაც ეწევა; იგი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან.
2005 წლიდან დღემდე, სერგეი ბელიავსკიმ არაერთი პრიზი მოიპოვა 30-ზე მეტი კონკურსსა და ფესტივალზე:
პირველი პრემია – პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე „Juries in competition“ (ზალცბურგი, 2019);
მესამე პრემია და ბრინჯაოს მედალი – ჯინა ბახაუერის სახ. საერთაშორისო კონკურსზე (სოლტ-ლეიკ-სითი, აშშ. 2018);
გაიმარჯვა – ფრედერიკ შოპენის სახ. აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე (დეგუ, სამხრეთ კორეა);
მეორე პრემია და მაყურებლის პრიზი – ფერენც ლისტის სახ. პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე (ბუდაპეშტი, უნგრეთი);
მეორე პრემია და მაყურებლის პრიზი- მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე (ბარსელონა, ესპანეთი);
გრან-პრი – „eMuse“-ის მუსიკის ონლაინკონკურსზე (ათენი, საბერძნეთი).
სერგეი ბელიავსკი სწავლობდა რუსეთის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში (CMS) და არის მოსკოვის ჩაიკოვსკის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული (პროფ. ელისო ვირსალაძის კლასი, 2016 წ.). 2016-2017 წწ. მან სწავლა განაგრძო თელ-ავივში, პროფ. არი ვარდის ხელმძღვანელობით.
ამჟამად  იგი კალაიდოს მუსიკის სკოლაში (შვეიცარია), პროფ. ლევ ნატოჩენისთან აგრძელებს საკუთარი საშემსრულებლო ოსტატობის გაღრმავებას.
სერგეიმ გამოსცა სამი CD. მათ შორის უკანასკნელი – შოპენის 24 ეტიუდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები