Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით რეისები შეამცირა
ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით რეისების რაოდენობა შეამცირა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 12-მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით მილანის მიმართულებით კვირაში ოთხი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება პარასკევ დღეს.
“რომში, 18-მარტიდან 25 მარტამდე ორი რეისიდან მხოლოდ ერთი, შაბათის რეისი დარჩება.
ბოლონიაში 17-მარტიდან 24 მარტამდე კვირაში ორი რეისიდან ასევე მხოლოდ ერთი დარჩება.
ბარი – 12-მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში გაუქმებულია სამი ფრენა”, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.