„ალისფერი ანგელოზები“ – მუსიკისა და სიტყვის სინთეზით შექმნილი პროექტი კონსერვატორიაში

 29 თებერვალს, 20:00 საათზე, თბილისის კონსერვატორიის დიდ სცენაზე,  ხელოვანთა კავშირი „კონცეპტArt“ მუსიკისა და სიტყვის სინთეზით შექმნილ პროექტს წარმოადგენს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გიორგი ცაგარელის (ალტი), გიორგი გიგაშვილის (ფორტეპიანო) და ერეკლე დეისაძის კოლაბორაცია მოიცავს სერგეი პროკოფიევის, არვო პიარტის, დმიტრი შოსტაკოვიჩის, სოსო ბარდანაშვილის, გია ყანჩელის, რუიჩი საკამატოს, ნათია სართანიას და ასტორ პიაცოლას ნაწარმოებებს, აგრეთვე, პაულ ცელანის, შექსპირისა და ერეკლე დეისაძის ტექსტებს.
შესრულდება ნიკოლოზ რაჭველისა და ალექსანდრე კორძაიას / KORDZ ნაწარმოებებიც.
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები