მარიამ ჯაში: ყინული დაძრულია, რეალური შესაძლებლობა ჩნდება რომ ფორმალური დიალოგი განახლდეს

ყინული დაძრულია, რეალური შესაძლებლობა ჩნდება, რომ ფორმალური დიალოგი განახლდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ყინული არის დაძრული, რეალური შესაძლებლობა ჩნდება, რომ დიალოგი ფორმალური განახლდეს. დღეს იყო ახალ შემოთავაზებებზე საუბარი, თუმცა კონკრეტული პოზიციის გაჟღერება ჯერ ძალიან ნაადრევია,“ – განაცხადა ჯაშმა.

ცნობისათვის, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გრიგოლ ვაშაძე და თინა ბოკუჩავა, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები თამარ ჩუგოშვილი და მარიამ ჯაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები