დავით ზალკალიანი: ცხელი ხაზი ამოქმედებულია, დარწმუნებული ვარ ოკუპანტების მიერ გატაცებული ჩვენი მოქალაქე მალე გათავისუფლდება

დარწმუნებული ვარ ოკუპანტების მიერ გატაცებული ჩვენი მოქალაქე მალე გათავისუფლდება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ აძვთან საქართველოს მოქალაქის გატაცებას.

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედებულია.

“ცხელი ხაზი ამოქმედებულია და ამ შემთხვევაში ჩვენ, როგორც მივმართავთ ხოლმე მსგავს შემთხვევას, ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში იქნება და უახლოეს ჟენევის შეხვედრაზე ყველა შემთხვევა იქნება განხილული. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება მისი გათავისუფლება,”-განაცხადა ზალკალიანმა.

საოკუპაციო ძალებმა სოფელ აძვთან საქართველოს მოქალაქე ელდარ გუნდიშვილი “დააკავეს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები