პედიატრის რეკომენდაციები კორონავირუსზე – “პანიკა ექსტრემალური სიტუაციიდან გამოსავალს არ წარმოადგენს”

“ჩემო უძვირფასესო მეგობრებო, საქართველოსაც ეწვია კორონა ვირუსი უკვე გვაქვს ეს ბედნიერება!!! მაგრამ ერთი რამ გვახსოვდეს, რომ ექსტრემალური სიტუაციიდან გამოსავალს პანიკა არ წარმოადგენს ჩვენ უნდა ვიფრთხილოთ! არ შეგვიპყროს შიშმა! ვიყოთ ყურადღებით! მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს (მხოლოდ საკუთარ თავს და საკუთარ ოჯახებს არა) მკაცრად დავიცვათ ჯანმო-ს მიერ მოწოდებული რეკომენდაციები!”-ამის შესახებ ექიმი-პედიატრი ინგა მამუჩიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, საზოგადოებამ ასეთ სიტუაციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა უნდა გაითვალისწინოს.

“სახელმწიფო სტრუქტურების მოვალეობა კი უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და საკუთარ ხალხზე ზრუნვაა!!!!! შევწყვიტოთ იმ ქვეყნებში გამგზავრება, სადაც დაფიქსირებულია კორონა ვირუსი და უმჯობესია დროებით თავი შევიკავოთ იმ სიამოვნებისგან რასაც ტურისტად ყოფნა ჰქვია!!! მოვერიდოთ ადამიანთა თავშეყრის ადგილებში ყოფნას, დროებით გადავდოთ კინოთეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, დიდ მარკეტებში, ბავშვთა გასართობ ცენტრებში და სტუმრად სიარული დავივიწყოთ მისალმების ქართული წესი-გადაკოცნა. ისტერიულად ვიბანოთ ხელ-პირი, დავაცემინოთ და დავახველოთ წესების დაცვით (აიფარეთ პირზე იდაყვის მიდამო) და არა ხელისგულები, ნახმარი ერთჯერადი ხელსახოცები არ დადოთ მაგიდაზე, მოათავსეთ მყისიერად ურნაში, ხშირად გაანიავეთ ოთახები. სახლში მისულებმა სწრაფად გამოიცვალეთ ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, გაწმინდეთ სპირტით ქუჩაში ნახმარი ნივთები, განსაკუთრებით მობილური ტელეფონი და საფულე თუ ვირუსული ინფექციის ნიშნები გაქვთ, ნუ წახვალთ სამსახურში, არც ბავშვები წაიყვანოთ ხველით, ტემპერატურით და ცემინებით ბავშვთა დაწესებულებაში მაღალი ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელების, ზოგადი სისუსტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ განახორციელეთ ვიზიტი ექიმთან, მოახდინეთ ავადმყოფი ადამიანის იზოლირება, დაალაგეთ ოთახები სველი წესით, ხშირად გაანიავეთ, პაციენტიც და ოჯახის სხვა წევრებიც უნდა ხმარობდნენ სამედიცინო ნიღბებს ავიმაღლოთ მოქალაქეობრივი კულტურა, ყოველთვის გვახსოვდეს მეორე ადამიანი,ნუ გავზიდავთ მარკეტებს და აფთიაქებს სახლში, არ არის საჭირო წინასწარი მარაგის შექმნა!!! სირცხვილია რაც დღეს ქალაქში ხდება!!! თითოეულ ჩვენგანს ალბათ გვქონია კორონა ვირუსთან შეხება, რომელიც შეიძლება გმოიხატა მარტივი კატარალური მოვლენებით: ხველით, ცხვირიდან გამონადენით, ყელის ტკივილით, ტემპერატურის მომატებით, გააჩნია ადმიანის იმუნური სისტემის კომპეტენციას, თუმცა ახალი, მუტანტი კორონა ვირუსი, რომელიც ადამიანის და ცხოველის კორონა ვირუსის შერწყმით წარმოიქმნა, შეუცნობადი და უცხოა იმუნური სისტემისთვის, მაგრამ თუ ის მწყობრშია, გამკლავებას ვირუსთან შეძლებს, სწორედ ამიტომ გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს სიკვდილობის მაჩვენებელს!!! როგორ მოვამძლავროთ ჩვენი იმუნური სისტემა სწორი, ბალანსირებული კვება (მდიდარი ვიტამინებით და ცილებით)დიდი რაოდენობით სითხეების მიღება.‼️ ფიზიკური აქტივობა.‼️ ნაკლები სტრესი და პანიკა.‼️ ვისაც აქვს იმის საშუალება, რომ მიაშურონ სოფლებს და აგარაკებს ძალიან მისასალმებელია. ‼️ გამოვიყენოთ ყველა ცნობილი ხალხური საშუალება (ნიორი, ხახვი, ჯანჯაფილი, ლიმონი, თაფლი, ნიგოზი, ჟოლო, გვირილა, ცაცხვი, გრეიფრუტი, ბროკოლი, სტაფილო, ქოქოსი, ბროწეული, ქიშმიში და ა.შ) ცხვირთან მოსასმელი ანტივირუსული მალამოები, ვიტამინები და ბუნებრივი იმუნომოდულატორები (თქვენი ექიმის რჩევით‼️ შეიძლება, ძალიან მარტივი საშუალება, რომელიც დევს სააფთიაქო თაროზე, ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს კორონა ვირუსთან გასამკლავებლად რა მაიმედებს კორონა ვირუსი, ნაკლებად ერჩის ბავშვებს, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია… ჩემი მოსაზრებით, რომელიმე კალენდარული ვაქცინაციის შედეგად ორგანიზმში გამომუშავებული ანტისხეულები ჯვარედინად მოქმედებს კორონა ვირუსზე და თრგუნავს მის რეპლიკაციას, გარდა ამისა ბავშვებში ქრონიკული დაავადებების დაბალი პროცენტია, რაც აადვილებს ინფექციასთან ბრძოლას!‼️ ალბათ მალე გამოჩნდება ანტივირუსული პრეპარატი და გაგვაბედნიერებს ისე, როგორც A ტიპის გრიპის შემთხვევაში ოსელტამივირმა (ტამიფლუ) ‼️ მალე გაზაფხული მოვა ვეღარ გაუძლებს იმედია მუტანტი კორონა ვირუსი პირდაპირი მზის სხივის ზემოქმედებას,თანდათან შესუსტდება და დაანებებს ჩვენთან ბრძოლას თავს‼️ ამასობაში კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაც არ დააყოვნებს ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ ყველას”, – წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები