ზაზა ხალვაშის სახელობის კინოსახელოსნო გაიხსნება

27 თებერვალს, 15:00 საათიდან 17:30 საათამდე, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორის, ცნობილი კინორეჟისორის ზაზა ხალვაშის ხსოვნას მიეძღვნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმები პროექტის: „DocNomads – TAFU – ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლა“ ფარგლებშია გადაღებული.
ფილმების ჩვენების შემდეგ გაიხსნება ზაზა ხალვაშის სახელობის კინოსახელოსნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები