„საკუთარი თავის წარმოჩენა არასდროს ახასიათებდა. ამ დროს კი, თურმე რამდენი შეუქმნია“

ცნობილი მთარგმნელის, პროფესორ დარეჯან ლაბუჩიძის გარდაცვალებას პოეტი და მოქანდაკე მერაბ მეტრეველი ეხმაურება ფეისბუქის გვერდზე.
„მარადისობას შეუერთდა ჩვენი კლასის ჭეშმარიტი მშვენება დოდო ლაბუჩიძე. ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა მისი თავმდაბლობის, გულისხმიერების, სხვისი ტკივილის გათავისებისა და ნუგეშისცემის გამო. გარდა ამ ღირსებებისა, შესანიშნავი კულტუროლოგი, მთარგმნელი და მრავალი მონოგრაფიის ავტორი იყო, თუმცა საკუთარი თავის წარმოჩენა არასდროს ახასიათებდა. ამ დროს კი, თურმე რამდენი შეუქმნია და როგორი პირნათელი ყოფილა სამშობლოს წინაშე.
ამოუვსები სიცარიელე დაგვიტოვა გულებში. ისევ და ისევ, სულში მდუღარებს სულმნათი მერაბ კოსტავას სიტყვები, რომლითაც მან თავის შვილს მიმართა:
…,,კიდევ კარგი, რომ ჩემთვის, ირაკლი, გარდაცვლილები არ არსებობენ”“, – წერს მერაბ მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები