სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1595-მდე გაიზარდა – მოსახლეობა პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს
სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 1595-მდე გაიზარდა, დაღუპულია 12 პაციენტი, 24 გამოჯანმრთელდა, 21097 ადამიანის ანალიზი მუშავდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საფრთხის დონე მესამე “ნარინჯისფერიდან” მეოთხე “წითელ” დონემდე გაზარდეს.
ვითარების პარალელურად სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის, მუნ ჩჟე ინის, გადადგომის მოთხოვნით პეტიციას მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. მოსახლეობის თქმით, პრეზიდენტმა ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქებას ვერ გაუმკლავდა.
იმ შემთხვევაში თუ პეტიცია, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზეა განთავსებული 200 ათასზე მეტ ხელმოწერას დააგროვებს, მთავრობა ვალდებულია მასზე რეაგირება მოახდინოს. მოცემულ შემთხვევაში რეაგირება მაქსიმუმ 4 მარტამდე უნდა მოხდეს.