მაყვალა მრევლიშვილი – 111: საბავშვო პოეტის გახსენების საღამო გაიმართება

29 თებერვალს, 13:00 საათზე, მწერალთა სახლში, მაყვალა მრევლიშვილდ გაიხსენებენ.
„აბა, რომელმა თქვენგანმა არ იცის „კიკლი, კიკლი, კიბესა“ ან „ჩიტო, ჩიტო, ნაცარავ“, „ეს საწყალი კურდღელი“ ან „ტოროლა და ოლოლი“? დარწმუნებული ვარ, ისიც იცით, რომ ეს და სხვა შესანიშნავი ლექსები მაყვალა მრევლიშვილს ეკუთვნის, რომლის დაბადების დღეც 14 თებერვალს იყო. ბავშვების საყვარელი პოეტის დაბადებიდან 111 წელი შესრულდა.
ჩვენს შაბათის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მაყვალა მრევლიშვილი, მისი საოცარი საბავშვო ლექსები, ასე გავაცილოთ ზამთარი და მივეგებოთ გაზაფხულს“, – აღნიშნულია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრები „ბავშვები მწერალთა სახლში“ იმართება შაბათობით, 13:00 საათზე. შეხვედრებს უძღვება საბავშვო მწერალი ვასო გულეური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები