ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის ფაქტი დროულად იყო აღმოჩენილი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა, დროულად იყო აღმოჩენილი.

ტიკარაძის თქმით, მიმდინარე წლის იანვრიდან უწყებათაშორისი კომისია კოორდინირებულად მუშაობს, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ გუშინდელ დღემდე კორონავირუსის არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა საქართველოში.

„ვადასტურებ, რომ 28 იანვრის შემდეგ უწყებათაშორისი საბჭო ძალიან კოორდინირებულად მუშაობს. მადლობას ვუცხადებ ყველა ორგანოს, რომელიც ჩვენთან ასე ხარისხიანად და ეფექტურად თანამშრომლობს. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ გუშინდელ დღემდე საქართველოში ​კორონავირუსის გავრცელების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ის ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა იყო დროულად აღმოჩენილი, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ აღარ მომხდარა შემდგომი კონტაქტების გავრცელება და ეს ადამიანი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები