მაია ცქიტიშვილი: დიალოგი არის ის გზა, რომლის მეშვეობითაც პოლიტიკური ოპონენტები სამუშაო მაგიდის გარშემო უნდა თანხმდებოდნენ იმაზე, თუ როგორი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყანაში

პარლამენტარების, კონგრესმენების გამოსვლებში ჩანს, რომ საქართველო თავად უნდა ჩამოყალიბდეს იმაზე, თუ რა ტიპის საარჩევნო სისტემა აწყობს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დიალოგი არის ის გზა, რომლის მეშვეობითაც პოლიტიკური ოპონენტები სამუშაო მაგიდის გარშემო უნდა თანხმდებოდნენ იმაზე თუ როგორი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყანაში.

“ჩვენი პარტნიორების სურვილია, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება იყოს შეუქცევადი, ურყევი და თვითონაც იყვნენ უფრო დარწმუნებულები, იმაში რომ ჩვენი განვითარება შეუქცევადია. ამ მიმართულებით, “ქართული ოცნება” მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდა ოპოზიციასთან დიალოგი ეწარმოებინა. დიალოგი ნამდვილად არის ის გზა, რომლის მეშვეობითაც პოლიტიკური ოპონენტები სამუშაო მაგიდის გარშემო უნდა თანხმდებოდნენ იმაზე თუ როგორი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყანაში. პარლამენტარების, კონგრესმენების გამოსვლებში თქვენ დარწმუნდით, რომ საქართველო თავად უნდა ჩამოყალიბდეს იმაზე, თუ რა ტიპის საარჩევნო სისტემა აწყობს ქვეყანას”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები