კარლ ჰარცელი: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ძალიან ცოტა დრო დარჩა, შესაძლებლობების ფანჯარა იხურება
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დრო იწურება და იმედოვნებს, რომ შედეგი საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღწეული.
„დავიწყებ თარიღით, ჯერჯერობით თარიღზე არანაირი შეთანხმება არ არის. შესაძლებლობა არსებობს, ამიტომ ყველა სხვა ფასილიტატორთან ერთად ვმუშაობ ამ საკითხზე, რათა ყველა მხარეს შორის იყოს ნაპოვნი რაღაც საერთო, საერთო ტერიტორია, სადაც შეიძლება, ეს დიალოგი განვითარდეს. უნდა აღვნიშნოთ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა იხურება, ძალიან ცოტა დრო დარჩა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს საერთო ტერიტორია გამოვნახოთ. იმედი გვაქვს, საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღწეული შედეგი, როგორც არჩევნების კუთხით, ისე ზოგადად“ ,- განაცხადა ჰარცელმა.
ჰარცელის თქმით, დიდი დრო ეთმობა საკითხს, რომ დიალოგი შედგეს და ეს საკითხი გადაწყდეს.