ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ, პირველ მოადგილე ნადიმ ვასაძესთან ერთად, სტრუქტურული ერთეულების და ა(ა) იპების ხელმძღვანელებთან მერიაში სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე ვახტანგ ბერიძემ ხელმძღვანელი პირებისგან სამსახურებში არსებული მდგომარეობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მუნიციპალიტეტის მერმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს მოსახლეობის ყველა პრობლემურ საკითხზე დროული რეაგირება და დაკისრებული მოვალეობის მაღალი ხარისხით შესრულება დაავალა.