ნუნუ დუღაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

28 თებერვალს, 19:00 საათზე, „დიდუბე პლაზაში“, კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შესრულდება კომპოზიტორის ცნობილი სიმღერები, მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა შემოსრულებლები: აჩიკო ბერიძე, გუგა მარგველაშვილი, ლუკა შარაშენიძე, დათუნა წულუკიძე და სხვები. საღამოს გაუძღვება მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილი, სპეციალურად მოწვეული სტუმრები კი ნუნუ გაბუნია, მაცაცო სეფისკვერაძე, იქნებიან.
ღონისძიება თბილისი მერიის, კულტურის, განათლების, და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება, საღამოს ორგანიზატორი და მუსიკალური ხელმძღვანელია მარინა თავართქილაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები