რუსთაველის საზოგადოება ქართული ცეკვის კორიფეებთან შეხვედრას უმასპინძლებს

26 თებერვალს, 17 საათზე, მწერალთა სახლში, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება ქართული ცეკვის კორიფეებთან შეხვედრას გამართავს.
როგორც „კვირას“ რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარემ დავით შემოქმედელმა აცნობა, იწვევენ იმ კორიფეებს, რომელთა ვარსკვლავებიც გახსნილია ფილარმონიის წინ: ომარ მხეიძე, ფრიდონ სულაბერიძე, თენგიზ უთმელიძე.
სასახლის ფოიესა და დარბაზში გაიმართება ფოტოგამოფენა: ,,ქართული გენია როკვით განფენილი“. ექსპოზიციის ავტორი თენგიზ უთმელიძე.
ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი – ,,საქართველოს რიტმები“, ასევე კლიპები ომარ მხეიძეზე, ფრიდონ სულაბერიძესა და თენგიზ უთმელიძეზე.
საღამოს გაუძღვებიან  მარიკა კვალიაშვილი და დავით შემოქმედელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები