საბჭოთა ოკუპაციის დღეს ნიდერლანდების სამეფოში, საქართველოს საელჩოს შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაშვებულია

25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, საქართველოს საელჩოს შენობაზე, ნიდერლანდების სამეფოში, დაშვებულია სახელმწიფო დროშა.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დროშა დაუშვეს 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით.
„პატივს მივაგებთ ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად იცავდა სამშობლოს დამოუკიდებლობას“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები