ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ვანო მერაბიშვილი ტოქსიკური პოლიტიკოსია, შესაძლოა, ის პოლიტიკაში საერთოდ არ წავიდეს

ვანო მერაბიშვილის გამოჩენა პოლიტიკაში ახლა ხელისუფლებას აწყობს. იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილი ტოქსიკური პოლიტიკოსია, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, გამორიცხული არაა, ყოფილი შს მინისტრი და ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი, შესაძლოა, საერთოდ არ წავიდეს პოლიტიკაში.

„ვანო მერაბიშვილის გამოჩენა პოლიტიკაში ახლა ხელისუფლებას აწყობს. იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილი ტოქსიკური პოლიტიკოსია, თუ ვანო მერაბიშვილი რომელიმე პარტიაში გამოჩნდება, მასზე ხელისუფლება ყოველთვის იტყვის, რომ ეს არის „მეტრუპე“ ვანო.

ვფიქრობ, რომ ვანო მერაბიშვილის ამა თუ იმ პარტიაში ყოფნა არ იქნება აქტივი. პირიქით, იმ პარტიის რეიტინგი დაიწევს, რომელშიც ის იქნება, ეს არის მისი შლეიფი, რომელიც მოსდევს თავისი წარსულიდან.

ვანო მერაბიშვილს დიდი ხანია ვიცნობ. ძალიან რაციონალური პიროვნებაა, ვიდრე ოპოზიციის ბევრი წევრი, რომლებიც სხედან „ლეიბორისტების“ ოფისში. მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ვანო საერთოდ არ წავიდეს პოლიტიკაში. განცხადებები, რომელიც მან პირველ დღეს გააკეთა, გასაკეთებელი იყო. ხომ არ იტყოდა, რომ სახლში მიდის. ყველა მოელოდა მისგან პოლიტიკური განცხადების გაკეთებას. შემდეგ ვუყურე მის ინტერვიუს „მთავარ არხზე“, გაცილებით ფრთხილი და აწონილ-დაწონილი იყო, ვიდრე დილით“, – განაცხადა მჭედლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები