ლევან გელბახიანს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს

ქართველი მსახიობი, ლევან გელბახიანი, ლევან აკინის ფილმში “და ჩვენ ვიცეკვებთ”, შესრულებული როლისთვის, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ევროპის 2020 წლის ამომავალ ვარსკვლავთა ათეულში მოხვდა. ამომავალ ვარსკვლავთა ათეულის დაჯილდოება ბერლინალეზე დღეს გაიმართა და გელბახიანს ათეულის სხვა მსახიობებთან ერთად ფესტივალის ჯილდო გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ლევან გელბახიანი პირველი ქართველი მსახიობი არაა, ვინც ევროპის ამომავალ ვარსკვლავთა შორის დასახელდა. 2018 წელს ევროპის ამომავალ ვარსკვლავთა ათეულში მოხვდა ირაკლი კვირიკაძე რეზო გიგინეიშვილის ფილმში — “მძევლები” გეგა კობახიძის როლის შესრულებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები