მამუკა მდინარაძე: ვფიქრობ, ოპოზიცია პასუხისმგებლობას ვეღარ გაექცევა და მოლაპარაკებებში შემოვა

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების შანსი მცირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეული დროის შემდეგ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა ვერ მოხერხდება.

“რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მცირდება მოლაპარაკების შანსი, ჩვენ გარკვეული დროის შემდეგ ვეღარ შევძლებთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს და აქედან გამომდინარე, რადგან რამდენიმე დღე დარჩა, მე ვფიქრობ, ისინი ბოლოს პასუხისმგებლობას ვეღარ გაექცევიან და მოლაპარაკებებში შემოვლენ.

მოლაპარაკებებში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სასიკეთოდ უნდა მოქმედებდეს და არა რომელიმე პარტიის ინტერესებს ემსახურებოდეს,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები