გარემოს ეროვნული სააგენტო სტიქიური მოვლენების მონიტორინგს ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund) მხარდაჭერით შეძენილი უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.
ახალი უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით სპეციალისტებს საშუალება მიეცემათ, ეფექტურად და ობიექტურად შეაფასონ სტიქიით მოცული, ძნელად მისადგომი არეალები და ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესების დროს ზუსტი მონაცემები მიიღონ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას მოსალოდნელ სტიქიური, ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილებების მომზადება და გავრცელება, ასევე სტიქიური მოვლენების საფრთხეების შეფასება წარმოადგენს. აღნიშნული ფუნქციების შესრულების მიზნით, განსაკუთრებით სტიქიური მოვლენების რეგიონებში მიმდინარე პროცესების ობიექტურად შეფასების და პირველადი სწრაფი რეაგირების განხორციელებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასეთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.