,,მიგდებული მეხსიერება“ და ქაღალდის ფიგურებით გაცოცხლებული ისტორიული ცნობიერება

26 თებერვალს,  18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში ია მჭედლიშვილის გამოფენა – ,,მიგდებული მეხსიერება“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წარმოდგენილი იქნება ფერწერული ნამუშევრები, ვიდეო და ინსტალაცია. გამოფენა მიზნად ისახავს ორიგინალური ფორმისა და იდეის  ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
ია მჭედლიშვილი ქაღალდის ფიგურების სახით წარმოადგენს ისტორიულ ცნობიერებას, კერძოდ, გასული საუკუნის პირველ ნახევარს. ავტორი თვლის, რომ იმ პერიოდთან დაკავშირებით, ჩვენი მეხსიერება დანაწევრებული, გაფანტული და ბუნდოვანია და არ ქმნის ერთიან ფორმასა და ისტორიულ გამოცდილებას.
გამოფენ  10 მარტის ჩათვლით გასტანს.
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.
_______

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები