სამხრეთ კორეაში კორონავირუსით უკვე 833 ადამიანია დაავადებული

სამხრეთ კორეაში კორონავირუს COVID-19-ით უკვე 833 ადამიანია დაავადებული, 8 გარდაიცვალა, 22 პაციენტი გაწერილია, 11 631-ის ანალიზი მუშავდება.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

სამხრეთ კორეაში ეპიდემიოლოგიური საფრთხის დონე, მესამე „ნარინჯისფერიდან“ მეოთხემდე „წითლამდე“ გაზარდეს.

ბოლო მონაცემით, ჩინეთში კორონავირუს COVID-19 -ს უკვე 2592 ადამიანი ემსხვერპლა, 55 ათასზე მეტი დაავადებულია, 24,5 ათასზე მეტი პაციენტი გაწერილია.

ამასთან, ქვეყნის ჯანდაცვის რეგიონალურ კომიტეტებში აცხადებენ, რომ ხუბეის პროვინციის ფარგლებს გარეთ, გასული დღე-ღამის განმავლობაში დაავადების მხოლოდ 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ხუბეის პროვინციაში კი, 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები