რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა და საფრანგეთის ელჩმა არსებული და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს

საქართველოში საფრანგეთის ელჩის ინიციატივით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ფონდის გენერალური დირექტორ ზვიად გაბისონიას, გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძესა და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

საფრანგეთის მხრიდან შეხვედრას საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი დიეგო კოლასი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე ელეონორ გარნიე და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის აღმასრულებელ მენეჯერი დავით ტერტრი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა არსებული და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრისას აღნიშნეს ფრანგი და ქართველი მკვლევარების სამეცნიერო კვლევაში თანამშრომლობის მხარდაჭერის მნიშვნელობა და აუცილებლობა, რაც ახალგაზრდა მკვლევრების კარიერულ განვითარებას ხელს შეუწყობს.

შეხვედრის დასასრულს ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ საფრანგეთის ელჩს წარუდგინა რუსთაველის ფონდის ინიციატივა, რუსთაველის ქართველოლოგიური ქსელის შექმნასთან დაკავშირებით და ანალოგიური კაბინეტის საფრანგეთში გახსნასთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ელჩმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა ფონდის დირექტორს და ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით მზადყოფნა მკაფიოდ დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები