ზაზა შათირიშვილი: ვანო მერაბიშვილმა თქვა ის, რაც სურთ “ნაცებს”, ოცნებობენ, რომ სისხლის მდინარეები დააყენონ

ვანო მერაბიშვილმა თქვა ის, რაც სურთ “ნაცებს”, ოცნებობენ, რომ სისხლის მდინარეები დააყენონ, – ასე შეაფასა ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ხელისუფლების დამხობის შესახებ, ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება.

მისივე თქმით, კონგრესმენების წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ აისახება.

“ვანო მერაბიშვილი დიდი მჭევრმეტყველებით არასდროს გამოირჩეოდა, მეტიც, საჯარო და საშინაო მეტყველებასაც ვერ არჩევდა, თუმცა მელას რაც ენატრებოდა ის ელანდებოდაო. თქვა ის რაც სურთ “ნაცებს”. ოცნებობენ, რომ დაამხონ ეს ხელისუფლება და სისხლის მდინარეები დააყენონ. ვერ გამოდიან იმ ხიბლიდან, რაც 2003 წელს გამოუვიდათ, “გაუვარდათ” უნიკალური კონსტელაცია და ჰგონიათ, ასეთი შესაძლებლობა ისევ დაუდგებათ. ასევე ჰგონიათ, დასავლეთში მოვა ძალა, რომელიც ხელისუფლებას მათ ჩაუგდებს ხელში. ვერ გაიაზრეს, რომ 2003 წელს სხვა ვითარება იყო, იმ ყველაფერს სხვა პროცესები უძღოდა წინ, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ მხარს უჭერდა… ამიტომ აქვთ ატეხილი აჟიოტაჟი კონგრესმენების კრიტიკულ წერილებზე. იმ კონგრესს 300-ზე მეტი წევრი ჰყავს და მათგან რამდენიმეს თუ განსხვავებული აზრი აქვს, ეს განსაკუთრებული არ არის. ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ აისახება. მაშინაც, კი როცა არსებობს გარე დახმარება, თუ შიგნით ხალხის დიდი ნაწილი არ არის შენს მხარეს, ვერაფერს მიაღწევ… ამიტომ არ ვიცი, რატომ ახარებს ქართველი ლიბერალების ჯგუფს ამერიკელი კონგრესმენების წერილები, ან რატომ ჰგონიათ, რომ ამ წერილებს ისეთი გამოხმაურება მოჰყვება, რომ ხელისუფლებას შეცვლიან. სინამდვილეში ასეთი დამოკიდებულება არის ქართველი ლიბერალებისთვის დამახასიათებელი კოლონიური სინდრომის გამოხატულება და ღრმა პროვინციალიზმის ნიშანი”,- განაცხადა შათირიშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმა და ექს შს მინისტრმა, ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა: “წლის ბოლომდე დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ციხის კარი ყველა პოლიტპატიმრისთვის ფართოდ გაიღება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები