საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს, ირანში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, გთხოვთ თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისაგან. ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე:

+989352110274;

+989122997726;

+989108201041“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები