წილკანის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 2 წელი შესრულდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა წილკანის დევნილთა დასახლებაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები მოინახულეს და მათ სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად, წილკანის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერიც გახსნეს.

სკვერის სამშენებლო-კეთილმოწყობის სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო. პროექტი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის შალვა კერესელიძის ინიციატივით და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, გარდაცვლილის ხსოვნის პატივსაცემად მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები