ირაკლი ღარიბაშვილი:  არჩილ ტატუნაშვილი თანამედროვეობის ნამდვილი გმირია, ღირსეული მამულიშვილის გაზრდისთვის მის ოჯახს მადლობას ვუხდით

მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილი თანამედროვეობის ნამდვილი გმირია.

„ჩვენი ქვეყანა არის გმირების ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა არის გამორჩეული გმირების ისტორიით და არჩილ ტატუნაშვილი არის თანამედროვეობის ნამდვილი გმირი, ვაჟკაცი, რომელმაც მართლაც ძალიან რთული პერიოდი გაიარა. ტრაგედია, რომელიც ამ ოჯახს შეემთხვა, არის თავზარდამცემი. ოჯახს ვუცხადებთ თანაგრძნობას, პატივისცემას და მადლობას ვუხდით ასეთი ღირსეული, ვაჟკაცი მამულიშვილის გაზრდისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. იგი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, 23 თებერვალს კი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები