ნიდერლანდური პრესა კიბერშეტევაზე: მსგავსი ქმედება სცდება გაეროს მიერ პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს კიბერსივრცეში ქცევის ნორმებს

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ- შეტევას იტალიური მედია აქტიურად ეხმაურება.

ნიდერლანდური პრესა წერს, რომ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გმობს რუსეთის ამ ქმედებას.

„მსგავსი ქმედება სცდება გაეროს მიერ პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს კიბერსივრცეში ქცევის ნორმებს, და უგულებელყოფს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს,”- წერს ნიდერლანდური პრესა.

სტატიებში ასევე აღნიშნულია, რომ მომხდარმა კიბერშეტევამ საქართველოში 15000-მდე სახელმწიფო და კერძო ვებგვერდი.

გასული წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერთავდასხმას მსოფლიოს ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები ეხმაურებიან. მომხდარი აქტიურად შუქდება საერთაშორისო მედიაშიც.

კიბერშეტევა, ნიდერლანდური მედია, პრესა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები