აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე ზუგდიდის და მესტიის მუნიციპალიტეტებში პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ზუგდიდისა და მესტიის მუნიციპალიტეტების 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წერილისა და თანდართული მასალების საფუძველზე სამეგრელო – ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას“ მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს.

“ორივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2017-2018 წლებში ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“,- ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ მოწოდებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებზე დასკვნა გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები