სოფელ ქვემო ვაშლოვანში გმირი რუსლან მელაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

ხულოში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ჰელმანდის პროვინციაში დაღუპული ჯარისკაცის, რუსლან მელაძის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე, მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ აჭარის ა.რ. “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა გაერთიანება ომგადახდილის“ ხულოს რაიონული ფილიალის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ქვემო ვაშლოვანში გმირი რუსლან მელაძის საფლავი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს.

რუსლან მელაძე მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი იყო, იგი 2012 წლის 21 თებერვალს, ჰელმანდის პროვინციაში, საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა.  სოფელ ქვემო ვაშლოვანის სკოლა გმირის, რუსლან მელაძის სახელს ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები