ლიეტუვაში საქართველოს ელჩმა კაუნასის მერთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანმა კაუნასის მერთან ვისვალდას მატიოშაიტისთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას ორი ქვეყნის ურთიერთობაში ქალაქებსა და რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ხაზი გაესვა.

ასევე განათლებისა და კულტურის სფეროებში არსებული მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და ამ მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები