თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.  კომპანია „თელასის“ ცნობით აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

მათივე ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, სოლომონ ქურდიანის, ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ტრაქტორის, ხვინგიას, წიწამურის, ჭყონდიდელის, სერგი ჭილაიას და ნათაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, გრიგოლ ლორთქიფანიძის და მიხეილ გახოკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვლადიმერ ლობჟანიძის, რიჩარდ ჰოლბრუკის, საექიმოს და ნავთლუღის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და მოსაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები