დავით ზალკალიანი მაიკ პომპეოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

აღნიშნული განცხადება დავით ზალკალიანმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

“ჩვენ, უაღრესად ვაფასებთ, სახელმწიფო მდივან პომპეოსგან მიღებულ მხარდაჭერას და რუსეთის მხრიდან საქარველოს სუვერენიტეტის დარღვევისა და კიბერსივრცეში უკანონო შეღწევის ფაქტის მკაცრ დაგმობას. ჩვენ, განვაგრძობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას მსგავსი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილების მიზნით. ჩვენ, გავაგრძელებთ აშშ-სთან მჭიდრო პარტნიორობას ასეთი რისკებისა და საფრთხეების შესამცირებლად,” – წერს ზალკალიანი.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები