რატი იონათამიშვილი: სწორი ფისკალური პოლიტიკა ის ვექტორია, რომელზეც ვდგავართ და რომელიც არის პროგრესული

გავიგეთ ბევრი სიახლე, რომლის შედეგები მალე აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ის ფაქტი, რომ შემოსავლების მართლაც ისტორიული ზრდა განპირობებულია სწორი ფისკალური პოლიტიკით და არა ფრთხილი დაგეგმარების პრინციპით, არის ზუსტად ის ვექტორი, რომელიც არის სწორი, პროგრესული და ვითარდება.

ასე შეაფასა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანი მოხსენება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გაკეთდა.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, მიღწეულ პროგრესს შესაბამისად აფასებენ საერთაშორისო პარტნიორები და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის სავალუტო ფონდი, რომელმაც გასულ კვირას დასკვნა გამოაქვეყნა.

„საინტერესო იყო წინა კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა, სადაც დადებითად არის შეფასებული საქართველოში როგორც ფისკალური პოლიტიკის მიმართულებები, ასევე, მაკროეკონომიკური პარამეტრები და ის პრინციპები, რომელმაც ჩვენი ეკონომიკური და ფისკალური ცხოვრების პროგრესი უნდა უზრუნველყოს”,- აღნიშნა დეპუტატმა.

ფრაქციის თავმჯდომარე გამოეხმაურა დავოსის ეკონომიკურ ფორუმსა და ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებსაც.

მისი შეფასებით, ფორუმი, თავისი შინაარსით, იყო ისტორიული, რადგან, მის ფარგლებში, არაერთი უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართა მსოფლიოს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და კერძო სექტორის ლიდერებთან, რაც ძალიან მალე კონკრეტულ შედეგებში აისახება.

„ესეც არის ერთ-ერთი გარანტია იმისა, რომ ჩვენ, როგორც შიდა მიმართულებით, ასევე გარე მიმართულებით, სწორად ვმუშაობთ და სწორი კოორდინაცია მიმდინარეობს”, – განაცხადა დეპუტატმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერა დაუდასტურა და კოორდინაციის, ასევე, საზოგადოებასთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები